მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ჩაატარა მასწავლებელთა კონფერენცია თემაზე:
„მასწავლებლის პროფესიული ეთიკა“. კონფერენციას ცენტრის პროგრამების ფარგლებში დასაქმებული
მასწავლებლები, განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს სსიპ-ებისა და აფხაზეთის განათლების სამინისტროს თანამშრომლები ესწრებოდნენ.
კონფერენციას
პრაქტიკული ხასიათი ჰქონდა და განხილული იყო კონკრეტული მაგალითები სასკოლო ცხოვრებიდან,
ეთიკური დილემები, რომლებიც მასწავლებლებს ხვდებათ მოსწავლეებთან, კოლეგებთან, მშობლებთან
ურთიერთობისას. კონფერენციაზე იმსჯელეს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მოსწავლეებთან
მუშაობის ეთიკურ ასპექტებზეც.
კონფერენციის
ფარგლებში გადამუშავდა მასწავლებლის, დირექტორის ეთიკის კოდექსები და მოსწავლის ქცევის
კოდექსი.
ამგვარი სახის კონფერენციები ხელს უწყობს საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას
და მათ პროფესიულ ზრდას.
|