მასწავლებელის
სახლში ინგლისური ენის პედაგოგებისთვის ორდღიანი კონფერენცია გაიხსნა.
ღონისძიებას სახელწოდებით „დაწყებითი განათლება“
McMillan
Education-ის
ექსპერტები უძღვებოდნენ. კონფერენცია განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
მოადგილემ ლია გიგაურმა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული
ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა გახსნეს.
კონფერენციაზე ყურადღება რამდენიმე ძირითად
საკითხე გამახვილდა:
·
დაწყებით საფეხურზე ინგლისური ენის კრეატიული
სწავლების მეთოდები;
·
ინტერკულტურული ურთიერთოებების განვითარება;
·
როგორ დავიწყოთ და როგორ დავასრულოთ ენის სწავლება;
·
როგორ გავხადოთ სწავლების პროცესი სდახალისო.
მოხსენებები ინგლისური ენის მასწავლებელთა
მსოფლიო ასოციაციის პრეზიდენტმა ქეროლ რიდმა, McMillan Education-ის მთავარმა რედაქტორმა და ტრენერმა მორა
ობრაიენმა და ამავე ორგანიზაციის ტრენერმა ნინა ლაუდერმა წაიკითხეს. კონფერენციის მეორე ნაწილი სპეციალურ ვორქშოფებს
დაეთმო, რომლის ფარგლებშიც პედაგოგები თავად იყვნენ ჩართულები სამუშაო პროცესში.
ღონისძიებას
მასწავლებლის სახლში თბილისისა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონების
საჯარო სკოლების 200-ზე მეტი მასწავლებელი დაესწრო.
|