მასწავლებლის სახლში ინგლისური ენის პედაგოგების ტრენინგები გრძელდება. ახალი სახელმძღვანელოების გამოყენებაში მათ ბრიტანელი სპეციალისტები ამზადებენ.
მაკმილანის, ოქსფორდისა დაპირსონის გრიფირებული სახელმძღვანელოებით სწავლებაში ტრენინგები მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდება. ტრენინგებზე ყურადღება სწავლა-სწავლების პროცესში რამდენიმე მიმართულებაზე გამახვილდება: ინტეგრირებული სწავლების მეთოდები, რაც სხვადასხვა საგნებიდან ტექსტების ინგლისურ ენაზე დამუშავებას ითვალისწინებს, ონლაინ რესურსების გამოყენება, კლასის მენეჯმენტი, გაკვეთილის დაგეგმვა და სხვა. ტრენინგებს თავად სახელმძღვანელოების ავტორები ატარებენ.
აგვისტოს ბოლომდე ტრენინგების ფარგლებში მთელი საქართველოს მასშტაბით 4 800 პედაგოგის გადამზადება მოხდება.
წელს პირველად ახალი სასწავლო წლიდან აღნიშნული სახელმძღვანელოები 7-12 კლასებში დაინერგება. ამ დრომდე მაკმილანის წიგნებით სწავლება მხოლოდ დაწყებით კლასებში მიმდინარეობდა. |