მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში პროფესიული სასწავლებლების მასწავლებელთა
ტრენერებისათვის სემინარი ჩატარდა. სემინარს უძღვებოდა ორგანიზაცია GIZ -ის სენიორ
ექსპერტი პროფესიულ განათლებაში პროფესორი მარიო რადომსკი.
სამუშაო შეხვედრზე მონაწილეებმა განიხილეს
ისეთი თემები, როგორიცაა:
·
მასწავლებელ-მენტორის
საქმიანობა პროფესიულ სასწავლებელში;
·
გამოცდები და ტესტები პროფესიული სწავლების სტუდენტებისათვის;
·
სასწავლო გეგმების შემუშავება;
·
ევროპული კრედიტების სისტემა პროფესიული განათლებისათვის.
მასწავლებელთა და ტრენერთა ტრენინგები გაგრძელდება და საფუძვლად დაედება
ახალ, მოდულურ სწავლებაზე გადასვლას. ასევე პროფესიული სასწავლებლების მასწავლებელთა
მომზადებისა და პროფესიული განვითარების სისტემას.
|