მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ეროვნული ცენტრი მაძიებლობის კანდიდატთა შესარჩევ კონკურსს აცხადებს.
განცხადება ამის შესახებ ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა.
„მაძიებლობის
სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში მასწავლებლობის მსურველები პედაგოგიური
გამოცდილების მიღების მიზნით საჯარო სკოლებში ერთწლიან სტაჟირებას გადიან.
თითოეული მათგანი სპეციალურად მათთვის გამოყოფილ დამხმარე, ე.წ.
მენტორ-მასწავლებელთან ერთად მუშაობს.
კონკურსში
მონაწილეობის მიღება შესაბამისი უმაღლესი განათლების მქონე ნებისმიერ პირს
შეუძლია. საბუთების შერჩევის შემდეგ ისინი სპეციალურ გასაუბრებას გაივლიან.
მაძიებლობის
სახელმწიფო პროგრამა თბილისის, რუსთავის,
მცხეთის, გორის, თელავის, ახალციხის, ქუთაისის, ოზურგეთის, ზუგდიდის, ფოთის, ბათუმისა და ამბროლაურის საჯარო
და კერძო სკოლებში ხორციელდება.
პროგრამაში მონაწილეობის მიღების ყველა მსურველს შესაძლებლობა ეძლევა მაძიებლობის
პერიოდი თავისი რეგიონის ერთ-ერთ ქალაქში
გაიაროს.
მაძიებლობის სახელმწიფო
პროგრამა 2010 წლიდან ხორციელდება.
კონკურსის პირობები
|