მთავარიჩვენ შესახებ
ცენტრის შესახებდებულება შინაგანაწესისამსახურის ფუნქციებითანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობებისტრუქტურადირექტორიმოადგილეები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტრატეგიული გეგმა საბანკო რეკვიზიტებივირტუალური ტური2015 წლის პროგრამები2014 წლის პროგრამები 2016 წლის პროგრამები2017 წლის პროგრამები
კონკურსებისქემა
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაСхема начала деятельности учителя, его профессионального развития и продвижения по карьереՈւսուցչի գործունեություն սկսելու, մասնագիտական զարգացման և կարիերային առաջընթացի սխեմա Müəllimin iş fəaliyyətinin başlanılması, peşəkar inkişafı və karyera irəliləyişi sxemi2011-2014 წლებში პროფესიული განვითარების სქემაში ჩართულ მასწავლებელთა შეფასებაკერძო სკოლების სქემასთან თავსებადობის დადგენის წესიბრძანებებივიდეო ინსტრუქციებიВидео инструкцииՎիդեո Հրահանգներ Video Təlimatlarხშირად დასმული კითხვები
პროგრამები
სტანდარტებიპესტალოციპროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამამასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამა ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთადსკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან (eTwinning Plus)ასწავლე საქართველოსთვისდამწყები მასწავლებლის მხარდაჭერის პროგრამაინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამაარაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა
რესურსებიგალერეაკონტაქტისაჯარო ინფორმაცია
 
ტრენინგი თემაზე - პროფესიული პედაგოგიკა და დიდაქტიკა
სიახლეების არქივი26 აგვისტო , 2013

მიმდინარე წლის 26-31 აგვისტოს გერმანიის საერთაშორისო საზოგადოება(GIZ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და პროფესიული კოლეჯის „სპექტრი“ მხარდაჭერით, ატარებს ტრენინგს თემაზე - პროფესიული პედაგოგიკა და დიდაქტიკა.

ტრენინგში მონაწილეობას იღებენ სამშენებლო სპეციალობების პროფესიული კოლეჯების პედაგოგები, როგორც თბილისიდან ასევე, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან, სულ - 27 მონაწილე.

ტრენინგზე განიხილება შემდეგი თემები - სასწავლო სიტუაციების დიზაინი, მოზარდთა და ზრდასრულთა სწავლების პროცესის სრულყოფა, ციკლი - სწავლება მოქმედებით, KOLB ექსპერიმენტალური სწავლების სტილის სახეობები, სასწავლო მოდელების შესწავლა, სასწავლო პროგრამებში პრაქტიკული მაგალითების გამოყენება და მათი როლი გაკვეთილებსა და ტესტებში, სასწავლო კულტურა, კონკრეტული სამშენებლო სპეციალობების ადაპტაცია და DACUM მეთოდი, გაკვეთილის სასწავლო მიზნების გამოკვეთა, სამშენებლო პროცესის კონკრეტული მაგალითები და სწავლების დიზაინი სამშენებლო ბაზრის პირობების გათვალისწინებით.

ტრენინგებზე პედაგოგები ეცნობიან რეკომენდაციებს:

• მეთოდურად როგორ გამართონ და დაგეგმონ გაკვეთილი;

• როგორ განავითარონ და გააუმჯობესონ გაკვეთილის ხარისხი;

• როგორ წარმართონ კომუნიკაციები მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის;

• დაამყარონ უკუკავშირი პედაგოგსა და სტუდენტს შორის;

• რა და როგორ ასწავლონ დინამიური ბაზრის მოთხოვნიდან გამომდინარე და სხვ.

ტრენინგზე ყოველი პედაგოგი წარმოადგენს წინასწარ მომზადებულ პრეზენტაციას - გაკვეთილის ჩატარების მეთოდურ გეგმას, რომელსაც გერმანელი ექსპერტი შეაფასებს და მისცემს მათ შესაბამის რეკომენდაციებს.

ტრენინგის მონაწილეებს დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი შეხვდა, მან ვრცლად ისაუბრა პროფესიული განათლების სფეროში დაგეგმილ მნიშვნელოვან სიახლეებზე, რამაც მონაწილეების მხრიდან დიდი ინტერესი გამოიწვია.