მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა PH
international-ის მიერ ჩატარებულ ბლოგერების კონკურსში გამარჯვებული
მოსწავლე დააჯილდოვა. კონკურსი სამოქალაქო
განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში ჩატარდა და ის შვიდი სხვადასხვა
ნომინაციისგან შედგებოდა:
- ახალგაზრდა მოხალისე;
- ახალგაზრდა ომბუდსმენი;
- ბუნების დამცველი;
- მოქალაქე ჟურნალისტი;
- ჯანსაღი ცხოვრების
ადვოკატი;
- სასკოლო სამოქალაქო
კლუბის ბლოგი;
- ახალგაზრდა განმანათლებელი;
მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ამ უკანასკნელ ნომინაციაში გამოვლენილი საუკეთესო ბლოგის
ავტორი დააჯილდოვა. ცენტრის წარმომადგენელმა ირაკლი კაკაბაძემ, რომელიც კონკურსის ჟიურის ერთ-ერთი წევრი იყო ახალგაზრდა განმანათლებელის ნომინაციაში გამარჯვებულ მედეა ჩუბინიძეს საქართველოს
ისტორიის ოთხტომეული და სხვა ფასიანი საჩუქრები გადასცა.
კონკურსი
2013 წლის მაისში გამოცხადდა და მასში მთელი საქართველოს მასშტაბით 114-მა მე-9, მე-10,
მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.
|