მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში პირველად კერძო და სახელმწიფო პროფესიული
კოლეჯების მასწავლებელთა ერთობლივი სემინარი გაიმართა, თემაზე, როგორ შევიმუშაოთ სასწავლო
გეგმის სარეკომენდაციო ჩარჩო. შეხვედრას 40-ზე მეტი საჯარო და კერძო კოლეჯის წარმომადგენლები
ესწრებოდნენ.
სემინარზე
კერძო და
საჯარო კოლეჯის მასწავლებლებმა წარმოადგინეს თავიანთი
სილაბუსების ნიმუშები.
ჩატარდა პრეზენტაციები ეფექტური
სილაბუსის სტრუქტურის
და სილაბუსებში
საკვანძო კომპეტენციების განვითარების
გათვალისწინების შესახებ.
შეხვედრის
ბოლოს მონაწილეები
შეთანხმდნენ, რომ
შეიმუშავებენ სილაბუსის
სარეკომენდაციო ფორმას
და განმარტებებს,
რომელიც მოიცავს
ყველა აუცილებელ
კომპონენტს.
ეს ფორმა
შეთანხმებისათვის მიეწოდება
განათლების ხარისხის
განვითარების ეროვნულ
ცენტრს.
სემინარის მიზანია
ხელი შეუწყოს კერძო და სახელმწიფო პროფესიული სასწავლებლების თანამშრომლობას, რათა
მათ საშუალება ჰქონდეთ, როგორც გამოცდილების, ასევე მათ ხელთ არსებული სასწავლო რესურსების
გაზიარების.
|