მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში ჩართულმა პედაგოგებმა მასწავლებლის სახლში სპეციალური კონფერენცია გამართეს. ღონისძიებას სახელწოდებით „პროექტზე დაფუძნებული სწავლება სკოლაში“ საქართველოს სხვადასხვა სკოლოებიდან 170-მდე სერტიფიცირებული მასწავლებელი ესწრებოდა.
კონფერენციაზე განხილური იყო იმ კვლევების შედეგები, რომლებიც მასწავლებლებმა ადგილობრივად, საკუთარ სკოლებში მოსწავლეებთან ერთად ჩაატარეს. გარდა ამისა პედაგოგებმა პროექტზე დაფუძნებული სწავლების რამდენიმე ძირითადი მიმართულება განიხილეს, მათ შორის:
პროექტზე დაფუძნებულ სწავლა/სწავლების ხელშეუწყობა და სტიმულირება სკოლებში;
მუშაობის დროს რეალური პრობლემის გადაჭრისას მოსწავლეების მიერ შეძენილი ცოდნისა და უნარ-ჩვევების პრაქტიკაში გამოყენების გზები;
მოსწავლეთა მოტივაციის ზრდა და აქტიური მონაწილეობა „პროექტზე დაფუძნებული სწავლების“ პროცესში და სხვ.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი დაინტერესებულ პედაგოგებს პროექტზე დაფუძნებულ სწავლებაში ტრენინგ-კურსსაც სთავაზობს. |