თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში გაიხსნა ანა ფრანკის სახლის (ამსტერდამი) ორი გამოფენა - „იკითხე და წერე ანა ფრანკთან ერთად“ და „ანა ფრანკი - აქტუალური ისტორია“. გამოფენა ოფიციალურად გახსნა გიმნაზიის დირექტორმა ბატონმა ამირან ჯამაგიძემ, საქართევლოს პირველმა ლედიმ და საქართევლოს გაეროს ასოციაციამ. გამოფენა განკუთვნილია 10-16 წლის მოზარდებისათვის. იგი ღიაა ყოველ დღე შაბათ-კვირის გარდა და მუშაობს 15 საათიდან 18 საათის ჩათვლით. გამოფენა თბილისში დარჩება 15 ივნისამდე.
საგანმანათლებლო პროექტი „ანნა ფრანკი - აქტუალური ისტორია“ საქართველოში ხორციელდება საქართველოში ჰოლანდიის საელჩოს, საქართველოს პირველი ლედის სანდრა ელისაბედ რულოვსის ჯანსაღი ცხოვრების წესის ინიციატივის „Don't Worry, Be Healthy!“, ანა ფრანკის სახლის და საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ ჰოლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის მიზანია ახალგაზრდების გათვითცნობიერება ისეთ საკითხებზე როგორიცაა, ადამიანის უფლებები, მრავალფეროვნება და დისკრიმინაცია. პროექტის ფარგლებში ჰოლანდიურიდან ქართულ ენაზე ითარგმნა „ანა ფრანკის დღიური“, იგეგმება საქართველოს 10 ქალაქის საჯარო სკოლების ბიბლიოთეკებში ქართულენოვანი წიგნის დარიგება და ამავე ქალაქებში „ანა ფრანკის სახლი ამსტერდამიდან“ ასევე ქართულენოვანი მოძრავი გამოფენის მოწყობა.
|