მასწავლებლის სახლში 172-ე
საჯარო სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები თანამედროვე მწერლებს, დათო
ტურაშვილსა და დავით გორგილაძეს შეხვდნენ. შეხვედრა „მოსწავლეებში წიგნიერების
უნარების განვითარების საგანმანათლებლო პროექტის“ ფარგლებში მოეწყო. პროექტის
განხორციელებაზე კონკურსი მასწავლებელთა პროფესიული განვითარებიოს ეროვნულმა
ცენტრმა გამოაცხადა, რომლის გამარჯვებულიც 172-ე სკოლის პედაგოგი გახდა.
ბავშვებმა დავით ტურაშვილსა
და დავით გორგილაძეს მათ შემოქმედებაზე, ინტერესის სფეროებსა და წიგნიერების
მნიშვნელობაზე კითხვები დაუსვეს. გარდა
ამისა მოსწავლეებმა სტუმრებს „მოსწავლეებში წიგნიერების უნარების განვითარების
საგანმანათლებლო პროექტის“ ფარგლებში განხორციელებული აქტივობები წარუდგინეს, მათ
შორის იყო მასწავლებლის სახლში მოწვეული ავტორების ნაწარმოებებზე შექმნილი
ილუსტრაციებიც.
|