მასწავლებელთა პროფესიული
განვითარების ეროვნულ ცენტრში ფრანგული ენის მასწავლებლებს მასტერკლასი ჩაუტარდათ.
პედაგოგებს ფრანგულ ენაზე კომუნიკაციის თავისებურებები საქართველოს საგარეო
საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩმა გოჩა ჯავახიშვილმა გააცნო.
რამდენიმედღიანი კურსის
ფარგლებში პედაგოგებმა პრაქტიკული სავარჯიშოების საფუძველზე ზეპირი მეყველების,
პირადი და ოფიციალური მიმოწერის უნარ-ჩვევები, რეკომენდაციის დაწერის ტექნიკა,
სტიპენდიის მოთხოვნის წერილობითი ფორმები და კვლევის პროექტების დაგეგმვა
შეისწავლეს. აღნიშნული უნარების გამომუშავება კონკრეტული კორესპონდენციების
საფუძველზე ხდებოდა.
|