მასწავლებელთა პროფესიული
განვითარების ეროვნულ ცენტრში თბილისის საჯარო და კერძო სკოლების
საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგებისათვის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებაზე
ქიმიის, ფიზიკისა და ბიოლოგიის მასწავლებლებს საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებში
ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების სხვადასხვა საშუალებები გააცნეს, რომლის
დანერგვაც მომავალში ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში იგეგმება. პრეზენტაციას
უკრაინული კომპანია "ENGLER"-ის წარმომადგენლები
უძღვებოდნენ.
2 დღიანი ღონისძიების
ფარგლებში საჯარო სკოლების მასწავლებლებმა უკრაინელი სპეციალისტების დახმარებით
პირადად ჩაატარეს სხვადასხვა ცდები, რის შემდეგაც ისინი საკუთარ მოსწავლეებს
დაეხმარნენ ლაბორატორიულ ხელსაცწოებთან მუშაობაში. |