მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში ამერიკის საელჩოს ხელშეწყობით ინგლისური ენის მასწავლებელთათვის
საჯარო ლექცია „რა უნდა იცოდეს თითოეულმა ენის
მასწავლებელმა გამართულად ლაპარაკის სწავლებისათვის?“
ჩატარდა.
ლექციას
წარუძღვა ამერიკელი ექსპერტი, ჰავაის უნივერსიტეტის პროფესორი ჯეიმზ დინ ბრაუნი. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ზეპირმეტყველების, წარმოთქმის,
მახვილის მნიშვნელობისა და ინგლისური ენის
გამართულად ლაპარაკის
სწავლებისათვის საჭირო სხვადასხვა უნარებზე.
შეხვედრაზე მასწავლებლებმა კითხვებიც დასვეს და აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით
საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს.
|