პროგრამის ”ვასწავლოთ ქართული, როგორც მეორე ენა” ფარგლებში ორდღიანი კონფერენცია ჩატარდა, თემაზე: „ქართულის,
როგორც მეორე ენის სწავლების დროს ყველაზე ხშირად დაფიქსირებული პრობლემა“. კონფერენციას მასწავლებელთა პროფესიული
განვითარების ეროვნული ცენტრის თანამშრომლები, მოწვეული ექსპერტები და პროგრამის
75 მონაწილე ტრენერ-მასწავლებელი ესწრებოდნენ.
კონფერენციაზე
მოხდა ისეთი პრობლემების იდენტიფიცირება, რომელიც პროგრამის მონაწილეებს ხვდება
სასწავლო პროცესში და განხილულ იქნა ამ
პრობლემების სავარაუდო გადაჭრის გზები, ასევე იმსჯელეს სწავლების ახალ მეთოდებსა
და სტრატეგიებზე, მულტიკულტურული განათლების ასპექტებზე.
პროგრამა ”ვასწავლოთ ქართული, როგორც მეორე ენა” გულისხმობს ქართული ენისა და ლიტერატურის კვალიფიციური მასწავლებლების მივლინებას სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული სოფლების იმ არაქართულენოვან სკოლებში, სადაც განსაკუთრებით მწვავედ დგას ქართული ენის ცოდნისა და სწავლების საკითხი.
პროგრამა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ქართული ენის სწავლების ხელშეწყობასა და ქართული ენის მასწავლებლების პროფესიულ განვითარებას ისახავს მიზნად.
|