„ჯანსაღი ცხოვრების
წესი, ფიზიკური და სულიერი სიჯანსაღე“, ამ თემაზე
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში მოსწავლეთა კონფერენცია
ჩატარდა.
კონფერენცია თბილისის
სხვადასხვა რეგიონების საჯარო და კერძო, ასევე სომხური და აზერბაიჯანულენოვანი სკოლების
მოსწავლეებმა მიერ იყო ინიცირებული. ღონისძიების მონაწილეებმა მათ მიერ ორგანიზებული პროექტები და კვლევები წარმოადგინეს. თითოეული მათგანი ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვას ეხებოდა:
·
რა არის ჯანსაღი და არაჯანსაღი ცხოვრების წესი - ფიზიკური და სულიერი სიჯანსაღე;
·
ჯანსაღი კვების მნიშვნელობა;
·
გარდატეხის ასაკი და მისი სირთულეები;
·
ოჯახში არსებული პრობლემები და მოზარდი;
·
ნარკომანია: მიზეზები და დაძლევის სტრატეგიები.
ეს ინიციატივა მიზნად ისახავდა სკოლის მოსწავლეებში კვლევითი და პრეზენტაციის უნარების განვითარებას. მოსწავლეთა
შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეწყობას, კვლევითი პროექტების წახალისებასა და მხარდაჭერას.
მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზებისათვის მსგავსი პროექტების დაგეგმვა და შემდგომ კონფერენციის მოწყობა ეფექტური საშუალებაა.
|