პროგრამამ „ასწავლე და
ისწავლე საქართველოსთან ერთად“ მოსწავლეების კონკურსში გამარჯვებული ბავშვები
დააჯილდოვა. კონკურსი პროგრამის ფარგლებში ჩამოსული უცხოელი მასწავლებლების
შესახებ თემის დაწერაზე იყო გამოცხადებული.
საუკეთესო ნაშრომების
ავტორები საჩხერეში, სოფელ ოდიშსა და ხულოში გამოვლინდნენ. თითოეულ მათგანს
საჩუქრად მსოფლიო ისტორიის
ენციკლოპედიები, ოქსფორდის ლექსიკონები და გლობუსები გადაეცათ. გარდა ამისა
გამარჯვებულებმა პროგრამისგან კონკურსში მონაწილეობის სიგელებიიც მიიღეს.საუკეთესო
თემები კი რეგიონალურ გაზეთებშიც დაიბეჭდა.
კონკურსში სქართველოს ყველა
რაიონიდან რამდენიმე ასეული მოსწავლე იღებდა მონაწილოებას. პროგრამის „ასწავლე და
ისწავლე საქართველოსთან ერთად“ ფარგლებში უცხოელი მასწავლებლები სქართველოში უკვე
მესამე წელია ჩამოდიან და ბავშვებს ინგლისურ ენას ქართველ კოლეგებთან ერთად
ასწავლიან. |