„პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა“- ამ თემაზე დღეს კონფერენცია
გაიმართა, რომელშიც თბილისისა და რუსთავის სკოლების მასწვალებლები მონაწილეობდნენ.
ღონისძიება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, სკოლა „XXI საუკუნისა“ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდა.
საჯარო და კერძო სკოლების მასწავლებლებმა პირველად ჩაატარეს კვლევები
საკუთარი სკოლების ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული ზრდის, პედაგოგიური
პრაქტიკის კვლევის
უნარ-ჩვევების განვითარებისა და სხვა
პროფესიულ საკითხებზე. პედაგოგების მიერ კვლევის ჩატარების მიზანი მათი საქმიანობის
დროს წამოჭრილი პრობლემების იდენტიფიცირება, მისი გადაჭრის გზების ძიება და პოვნა,
ახალი იდეების, ინოვაციების, სტრატეგიების პედაგოგიურ პრაქტიკაში დანერგვა, საკუთარი
ძლიერი მხარისა და პოტენციალის აღმოჩენა, საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებაა. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული
ცენტრი კონფერენციაში ჩართულ პედაგოგებს მასალების მომზადებისას კონსულტირებას უწევდა.
ღონისძიებაში სერტიფიცირებული, არასერტიფიცირებული და
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში ჩართული პედაგოგები მონაწილეობდნენ.
|