მთავარიჩვენ შესახებ
ცენტრის შესახებდებულება შინაგანაწესისამსახურის ფუნქციებითანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობებისტრუქტურადირექტორიმოადგილეები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტრატეგიული გეგმა საბანკო რეკვიზიტებივირტუალური ტური2015 წლის პროგრამები2014 წლის პროგრამები 2016 წლის პროგრამები2017 წლის პროგრამები
კონკურსებისქემა
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაСхема начала деятельности учителя, его профессионального развития и продвижения по карьереՈւսուցչի գործունեություն սկսելու, մասնագիտական զարգացման և կարիերային առաջընթացի սխեմա Müəllimin iş fəaliyyətinin başlanılması, peşəkar inkişafı və karyera irəliləyişi sxemi2011-2014 წლებში პროფესიული განვითარების სქემაში ჩართულ მასწავლებელთა შეფასებაკერძო სკოლების სქემასთან თავსებადობის დადგენის წესიბრძანებებივიდეო ინსტრუქციებიВидео инструкцииՎիդեո Հրահանգներ Video Təlimatlarხშირად დასმული კითხვები
პროგრამები
სტანდარტებიპესტალოციპროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამამასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამა ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთადსკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან (eTwinning Plus)ასწავლე საქართველოსთვისდამწყები მასწავლებლის მხარდაჭერის პროგრამაინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამაარაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა
რესურსებიგალერეაკონტაქტისაჯარო ინფორმაცია
 
ათი ქართველი მოსწავლე ერთი წლით დიდ ბრიტანეთში გაემგზავრება
სიახლეების არქივი26 აპრილი , 2013
დიდი ბრიტანეთის სკოლის დირექტორთა ასოციაციის HMC (Headmasters’ and Headmistresses’ Conference) პროექტების ჯგუფმა 2012 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში პირველი შესარჩევი კონკურსი ჩაატარა. კონკურსში გამარჯვებული ათი მოსწავლე და ერთი პედაგოგი, ბრიტანულ სკოლაში ერთწლიანი კურსის გასავლელად, 2013 წლის მაისში დიდ ბრიტანეთში გაემგზავრებიან. გამარჯვებულ კანდიდატებს შესაბამისი სერტიფიკატები დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ქებურიამ მასწავლებლის სახლში გადასცა.

HMC Projects არის წამყვანი დამოუკიდებელი საქველმოქმედო ორგანიზაცია გაერთიანებულ სამეფოში, რომლის მთავარი მიზანია, საშუალება მისცეს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან, ისწავლონ, ასწავლონ და დაამყარონ კონტაქტები თავიანთ ბრიტანელ თანატოლებთან და კოლეგებთან,  მნიშვნელოვნად გაიუმჯობესონ ინგლისური ენის ცოდნის დონე და აიმაღლონ კვალიფიკაცია. ამ დროისთვის, უკვე 1200-ზე მეტმა კანდიდატმა მიიღო 100%-იანი სტიპენდია ბრიტანულ სკოლებში ერთწლიანი კურსის გასავლელად.

2012 წელს, HMC პროექტების ჯგუფმა თანამშრომლობის ხელშეკრულება კომპანია “Unique Learning”- თან გააფორმა, რომელიც ამ ორგანიზაციის ერთადერთი წარმომადგენელია საქართველოში და მისი სახელით აწყობს გაცნობით შეხვედრებს და ორგანიზებას უწევს პროექტის განხორციელებას.

კომპანია “Unique Learning” არ მონაწილეობს სტიპენდიანტების შერჩევის პროცესში. გამარჯვებულ კანდიდატებს ტესტირების, გასაუბრების და მათი აკადემიური მოსწრების საფუძველზე, HMC -ის წარმომადგენლები არჩევენ.