მასწავლებლის სახლში ახალი სახელმძღვანელოს პრეზენტაცია გაიმართა. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა პედაგოგების ტრენერებისთვის სპეციალური გზამკვლევი გამოსცა. აღნიშნული სახელმძღვანელო პირველი წიგნია, რომელიც ტრენერებისთვის ქართულ ენაზე გამოიცა.
„პრაქტიკული სახელმძღვანელო ტრენერებისთვის“ დაეხმარება მოქმედ ტრენერებს მაღალკვალიფიციური ტრენინგების ჩასატარებლად სხვადასხვა უნარების განვითარებაში:
- ანდრაგოგიკის ანუ ზრდასრულთა სწავლების პრინციპები;
- ეფექტური კომუნიკაცია;
- პრეზენტაციის ჩატარების უნარები და სხვ.
გარდა ამისა წიგნში თავმოყრილია სატრენინგო სავარჯოშოები და აქტივობები. სახელმძღვანელო განსაკუთრებით ეფექტურია
დამწყები ტრენერებისთვის.
„პრაქტიკული სახელმძღვანელო ტრენერებისთვის“ ისევე, როგორც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ყველა პუბლიკაცია, საქართველოს ყველა საჯარო სკოლის ბიბლიოთეკას 2-2 ეგზემპლარად უსასყიდლოდ გადაეცემა.
|