მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში ფრანკოფონიის საერთაშორისო დღე აღინიშნა. ღონისძიება საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა.
საქართველოს ფრანგულმა ინსტიტუტმა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ფრანგული ენის გამორჩეული მასწავლებელი დაასახელეს, რომელიც საფრანგეთში სტაჟირების გავლით დააჯილდოვეს. გარდა ამისა ფრანგულმა ინსტიტუტმა სპეციალური საჩუქრები გადასცა „ფრანკოფონია 2013-ს კონკურსებში“ გამარჯვებულ მოსწავლეებსა და სტუდენტებს.ღონისძიების ფარგლებში სერტიფიკატები გადაეცათ იმ ტრენერებსაც, რომლებმაც პედაგოგების გადასამზადებლად სპეციალურ ტრენინგებში მიიღეს მონაწილეობა.
ფრანკოფონიის დღეების გახსნას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში საფრანგეთის ელჩი, ფრანკოფონიის წევრი ქვეყნების ელჩები, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, საუნივერსიტეტო დაწესებულებების ფრანგული ენის პროფესორ-მასწავლებლები, ფრანგულენოვანი მოსწავლეები და სტუდენტები ესწრებოდნენ.
ფრანკოფონიის დღეები ყოველწლიურად აღინიშნება და წელს ის 11 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება.
|