მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი მეჯვრისხევის საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელს შეხვდა, რომელიც პროექტ „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცნობიერების ამაღლებაში“ მონაწილეობს.
პროექტი ხორციელდება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და ბრიტანული საბჭოს ხელშეწყობით, რომლის ფარგლებშიც ინგლისური ენის მასწავლებლები გადიან ინგლისური ენის ონლაინ ტრენინგ კურსს. ტრენინგს ბრიტანეთის საბჭოს მოდერატორები უძღვებიან.
ონლაინ ტრენინგი ოთხ განსხვავებულ კურსს მოიცავს, თვითშეფასების ანალიზის შედეგად, მათი საჭიროებებისა და სურვილების გათვალისწინებით მოხდა პედაგოგთა მიკუთვნება სხვადასხვა ონლაინ სატრენინგო კურსზე. თითოეული კურსი გრძელდება 10 კვირის განმავლობაში. მასწავლებლებს უხდებათ სრულიად განსხვავებული დავალებების შესრულება: შესაბამისი რესურსების გაცნობა, ონლაინ დისკუსიებში მონაწილეობა, ვიკიების შექმნა და მართვა, სხვადასხვა წერილობითი დავალებების თუ მრავალფეროვანი სავარჯიშოების შესრულება.
ამჟამად, ონლაინ კურსში საქართველოს მაშტაბით 60 ინგლისური ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია ჩართული.
|