პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის რეგისტრაციის პროცესი 11 თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით იწარმოებს.
წელს მსურველები პირველად შეძლებენ სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდის ჩაბარებას.
რაც შეეხება შინაარსობრივი ნაწილის გამოცდას მუსიკისა და სპორტის მასწავლებლებისათვის, ამ ეტაპზე მათ პროფესიული უნარების გამოცდისათვის დარეგისტრირება შეუძლიათ. შინაარსობრივი ნაწილის გამოცდის ფორმატზე ცენტრი კულტურისა და ძეგლთა დაცვისა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროებთან ერთად მუშაობს. დეტალური ინფორმაცია გამოცდის ფორმატისა და პროცედურული ნაწილის შესახებ მოგვიანებით გამოქვეყნდება.
უცხოური ენისა და კომპიუტერის გამოცდის, ასევე საბუნებსიმეტყველო საგნების ექსპერიმენტული ნაწილისათვის რეგისტრაციის პროცესის ვადები მას მერე გახდება ცნობილი, რაც სერტიფიცირების პროცესში ამ გამოცდების დატვირთვა დაზუსტდება.
გთავაზობთ ინფორმაციას რეგისტრაციის შესახებ და სარეგისტრაციო სისტემის ბმულს.
რეგისტრაცია
ინსტრუქცია პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდებისათვის რეგისტრაციისათვის
|