სოფელ გურჯაანის საჯარო
სკოლაში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის კონცეფციის
პრეზენტაცია გაიმართა. ადგილობრივ პედაგოგებსა და დირექტრებს ცენტრის ხელმძღვანელი
გია მამულაშვილი ესაუბრა.
შეხვედრის მთავარი თემა
მასწავლებლის სახლის სამომავლო გეგმები და პედაგოგების პრობლემები იყო. ცენტრის
ახალი კონცეფცია რამდენიმე ძირითად მიმართულებას ითვალისწინებს, მათ შორის:
- გრძელვადიანი
ტრენინგები მასწავლებლებისთვის, დირექტორებისთვის და სკოლების
ადმინისტრაციების წარმომადგენლებისთვის;
- დამწყები პედაგოგების
პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვის მეთოდების გაუმჯობესება;
- მასწავლებლების უწყვეტი
განათლებისა და კარიერული ზრდის ხელშეწყობა და სხვა.
მასწავლებელთა პროფესიული
განვითარების ეროვნული ცენტრის კონცეფცია პედაგოგების საჭიროებების კვლევასა და
მასზე დაფუძნებით მასწავლებელთა პროფესიული
სტანდარტების განახლება-განვითარებას ითვალისწინებს.
პრეზენტაციის
დასრულების შემდეგ მასწავლებლებმა გია მამულაშვილს კითხვები დაუსვეს და მისგან
სასურველი ინფორმაცია მიიღეს დაგეგმილ ტრენინგებზე, ცენტრში მიმდინარე პროგრამებსა
და სხვა სიახლეებზე. |