მასწავლებლის სახლში პროგრამა "ასწავლე საქართველოსთვის" ფარგლებში ორდღიანი სემინარი გაიმართა. ღონისძიების მიმდინარეობისას პროგრამის მონაწილე კონსულტანტ-მასწავლებლებს პროფესიული განვითარების ტრენინგი ჩაუტარდათ, რომელიც პროექტის წერისა და მართვის პრონციპებს ეხებოდა. ორდღიანი მუშაობის შედეგად პედაგოგებმა გაიღრმავეს ცოდნა, გამოიმუშავეს პროექტის წერის დამატებითი უნარ-ჩვევები და განიხილეს სამუშაო პროცესში ამ მიმართულებით არსებული პრობლემები.
მიღებულ ცოდნას პროგრამის მონაწილე პედაგოგები რეგიონებში ადგილობრივ მასწავლებლებს გაუზიარებენ. |