მასწავლებლის სახლი აცხადებს რეგისტრაციას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში ჩართული პედაგოგების კონფერენციაზე დასასწრებად. კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა საგნისა თუ საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელს, რომლებიც ჩართულები არიან პროფესიული განვითარების სქემაში. მათ შესაძლოა გავლილი ჰქონდეთ ან არ ჰქონდეთ ტრენინგი თემაზე: პროექტზე დაფუძნებული სწავლება სკოლაში. ღონისძიების მიზანია ხელი შეუწყოს და სტიმული მისცეს პროექტზე დაფუძნებულ სწავლა/სწავლების პროცესს ზოგადსაგანამნათლებლო დაწესებულებებში.
|