მასწავლებლის სახლში მხედველობის დარღვევის მქონე პირთა მომსახურების სფეროს გაუმჯობესების სამოქმედო გეგმაზე მუშაობა დაიწყო. სპეციალურ შეხვედრას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სპეციალისტებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციების, უსინათლოთა სკოლებისა და სამინისტროს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
სამუშაო ჯგუფმა განიხილა პრობლემები, რომლებიც დღესდღეობით მხედველობის დარღვევის მქონე პირებს განათლების მიღებაში, ადრეულ ინტერვენციასა და დასაქმების სფეროში აქვთ. სამოქმედო გეგმა, რომელზე მუშაობაც უკვე მიმდინარეობს სწორედ ამ პრობლემების გადაჭრას ისახავს მიზნად. დოკუმენტის შემუშავებაში ყველა ის დაინტერესებული პირი ჩაერთვება, რომელიც აღნიშნული მიმართულებით მუშაობს. |