საქართველოს ეროვნული
მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ და მასწავლებელთა პროფესიული
განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა
გია მამულაშვილმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.
მემორანდუმის თანახმად მხარეები ითანამშრომლებენ
საგანმანათლებლო სფეროში შემდეგი სახის ერთობლივი ღონისძიებების
განსახორციელებლად:
§
მასწავლებელთა კვალიფიკაციის
ამაღლება და პროფესიული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება გადამზადების თანამედროვე მოთხოვნათა დაკმაყოფილებისათვის;
§
სასწავლო პროგრამების შემუშავება
და დაგეგმვა თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისი კომპეტენციის მქონე
კონკურენტუნარიან პროფესიონალთა მომზადების, პიროვნების ინტერესებისა და
შესაძლებლობების შესატყვისი განათლების მიღებისათვის;
§
მხარეთა მიერ შეჯერებული
საგანმანათლებლო პოლიტიკის გატარება ცენტრის ყველა დონის მასწავლებლებისთვის;
§
მუზეუმის პოპულარიზაცია და
მოსახლეობის ინტეგრირება მუზეუმში სასწავლო-საგანმანათლებლო პროგრამების
მეშვეობით;
§
მუზეუმის თანამშრომლებსა და
ცენტრის მასწავლებლებს შორის მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობა საგანმანათლებლო
პროგრამების განახლების თვალსაზრისით;
საქართველოს ეროვნული მუზეუმის მხრიდან - კონსულტანტები - საქართველოს ეროვნული მუზეუმის
მეცნიერთანამშრომლები, კურატორები და ასისტენტ-კურატორები, იმუშავებენ
მასწავლებელთა მოკლე სალექციო კურსების შემუშავებაზე და თავად ჩაუტარებენ
ტრენინგებს პედაგოგებს. ხოლო, პროფესიული
განვითარების ეროვნული ცენტრის მხრიდან - ტრენერები - ჩაატარებენ ტრენინგებს მუზეუმის
საგანმანათლებლო მიმართულების თანამშრომლებისა და გიდებისათვის. ტრენინგის პროგრამა
უნდა მოიცავდეს: მასწავლებლისა და მოსწავლის სტანდარტების გაცნობას, სასწავლო
პოროგრამასა და სწავლების მეთოდებს ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით.
საქართველოს ეროვნული მუზეუმი და
პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
დაინტერესებული არიან ქართული კულტურული მემკვიდრეობის ფართო მასებში
პოპულარიზაციით; მოქმედებენ პიროვნების ინტერესებისა და შესაძლებლობების
შესატყვისი განათლების მიღების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების
მოთხოვნათა შესაბამისად. აგრეთვე, მხარეები ითანამშრომლებენ საქართველოსა
და სხვა ერების წარსულისა და აწმყოს, ასევე ბუნებრივი სამყაროს ძეგლების გაცნობისა
და საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის.
|