საქართველოს ფრანგულმა
ინსტიტუტმა მასწავლებლის სახლში ახალი ვებ-გვერდის, www.visaubrotfrangulad.ge
პრეზენტაცია გამართა. ვებ-გვერდი ფრანგილი ენის შესასწავლად მარტივი, გასართობი და ეფექტური საშუალებაა. პრეზენტაციაში
მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის
დირექტორმა ბ-ნ ჟილ კარასომ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა
გია მამულაშვილმა.
www.visaubrotfrangulad.ge 10-12 წლის ქართველ ბავშვებს სთავაზობს თემატურ სასწავლო მოდულებს, რომლებიც შედგება
ვიდეოების, დიალოგების, თამაშების, ინტერაქტიული და ჩამოსატვირთი
სავარჯიშოებისგან. თითოეული მათგანის საშუალებით შესაძლებელია ფრანგული ენის შესწავლა როგორც
სახლში დამოუკიდებლად, ასევე სკოლაში. აუდიო-ვიზუალური
მასალის დახმარებით ბავშვები გაეცნობიან ფრანგულ კულტურასა და ცივილიზაციას.
ვებ-გვერდით სარგებლობა თავისუფლად
შეუძლიათ დამწყებებსაც. შინაარსის უკეთ აღქმისა და ბავშვების
ცნობისმოყვარეობის გასაღვივებლად, ყველა განმარტება და კომენტარი ქართულ ენაზეა.
საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი,
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით, www.visaubrotfrangulad.ge-ს გამოყენებასთან დაკავშირებით პედაგოგებისთვის ტრენინგების ჩატარებას გეგმავს.
www.visaubrotfrangulad.ge ეს არის პოლონეთში განხორციელებული სასწავლო
პროექტის ანალოგი, რომელსაც დიდი წარმატება ხვდა წილად ბავშვებსა და მასწავლებლებს
შორის. ვიდეორგოლების და პედაგოგიური შინაარსის ადაპტირებაში მონაწილეობა მიიღეს
ქ. თბილისის 23-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და მათი ფრანგული ენის პედაგოგმა
მაკა ნადარეიშვილმა, რომელიც ამავდროულად მასწავლებლის სახლის ტრენერია.
|