22 ნოემბერს 16:00 საათზე მასწავლებლის სახლში გაიმართება ქართულ-ბრიტანული საპილოტე პროექტის „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცნობიერების ამაღლება“ პრეზენტაცია.
პროექტის მიზანია საქართველოში ინგლისური ენის მასწავლებლებს შესთავაზოს პროფესიული განვითარების ბრიტანული მოდელი. პროექტში ჩართულ მასაწავლებლებს საშუალება ექნებათ სრულიად უფასოდ საკუთარი კვალიფიკაციის შესაბამისად აირჩიონ შემოთავაზებული კურსი. (ონლაინ ან პირისპირ ფორმატით). |