მასწავლებლის სახლში ინგლისური ენის პედაგოგებისთვის ტრენინგები ჩატარდა. ქართველ მასწავლებლებთან ბრიტანეთის საბჭოს ტრენერებმა რეიმონდ ქერიმ და სუზან მორდუმ იმუშავეს. სასწავლო კურსი პირველი და მეორე საფეხურის მასწავლებლებისთვის იყო განკუთვნილი და მათ 6-დან 8-წლამდე მოსწავლეებისათვის სასწავლო მეთოდებისა და მასალების ადაპტირებაში დაეხმარება.
ტრენინგებზე განხილული იყო საკლასო ოთახის მართვისა და გაკვეთილის დაგეგმვის თავისებურებები, ტრენერებმა პრაქტიკული აქტივობების გამოყენებით პედაგოგებს აჩვენეს, თუ როგორ უნდა გახადონ ლექსიკა ადვილად დასამახსოვრებელი. გარდა ამისა ნაჩვენები იყო სიმღერებითა და თამაშით სწავლების მეთოდები. ტრენინგები მასწავლებლის სახლში ბრიტანეთის საბჭოს ხელშეწყობით ჩატარდა.
|