მასწავლებლის
სახლში ორდღიანი კონფერენცია გაიხსნა. ღონისძიება, რომლის სახელწოდებაა: „შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე ბავშვის ადგილი საგანმანათლებლო სისტემაში“ პოლონეთის განათლების განვითარების
ცენტრის ორგანიზებით ტარდება და მას თბილისისა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონების
30-მდე სკოლის მასწავლებელი ესწრება. კონფერენციაზე განხილური იქნება ისეთი საკითხები,
როგორიცაა: სპეციალური
და ინკლუზიური განათლების პოლონური სისტემა, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების
მქონე ბავშვების შეფასების სისტემა, სასწავლო
პროგრამების შემუშავება და სხვ. კონფერენცია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ეროვნული ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა გახსნა.
კონფერენცია პოლონური
პროექტის, „ისინი ჩვენს შორის არიან“ ფარგლებში ტარდება, რომელიც ინკლუზიური
განათლების ხელშეწყობას გულისხმობს. პროექტის პარტნიორია მასწავლებელთა პროფესიული
განვითარების ეროვნული ცენტრი. |