მასწავლებლის სახლში სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის თხოვნით საჯარო შეხვედრა გაიმართა. ინსტიტუტის წარმომადგენლებმა პედაგოგებს და სხვა დაინტერესებულ პირებს განათლების სისტემის მართვასა და უსაფრთხო სკოლის არსებული პოლიტიკის ალტერნატივაზე ესაუბრნენ. შეხვედრაზე განხილულ იქნა ისეთი საკითხები, როგორიცაა:
- სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის საქმიანობა განათლებისკომპონენტის ფარგლებში;
- უსაფრთხო სკოლის პოლიტიკა საქართველოში: წინაპირობა,შედეგები და დამოკიდებულებები;
- უსაფრთხო სკოლის პოლიტიკის ალტერნატიული დოკუმენტი;
- საჯარო სკოლაში შიდაკონტროლის მექანიზმები და მართვის სტილი საქართველოში.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მსგავსი ღონისძიებებისთვის ყოველთვის ღიაა და ნებისმიერ დაინტერესებულ ორგანიზაციას ეძლევა საშუალება განათლების თემატიკაზე შეხვედრები, კონფერენციები და სხვა სახის ღონისძიებები გამართოს.
|