საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი აცხადებს სერტიფიცირებული მასწავლებლების სქემაში ჩართვის რეგისტრაციას მიმდინარე წლის 8 ოქტომბრიდან 8 ნოემბრის ჩათვლით.
დარეგისტრირება შესაძლებელია საქართველოს მაშტაბით ნებისმიერ საგანმანათლებლო რესურს-ცენტრში, სადაც სქემაში ჩართვის მსურველებმა უნდა წარადგინონ ინდივიდუალური სამოქმედო გეგმა, თუ რა აქტივობებს განახორციელებს მასწავლებელი სერტიფიკატის მოქმედების ვადის შესაბამისად და სქემაში ჩართვის განაცხადი (იხილეთ www. tpdc.ge ).
სქემაში ჩართვა მხოლოდ სერტიფიცირებულ პედაგოგებს შეუძლიათ და გარკვეული კრედიტების დაგროვების შემდეგ მათ სხვადასხვა სტატუსი ენიჭებათ:
- სერტიფიცირებული მასწავლებელი;
- პირველი კატეგორიის მასწავლებელი;
- უმაღლესი კატეგორიის მასწავლებელი;
სერტიფიცირებულ პედაგოგს მომდევნო კატეგორიის მინიჭებისას ავტომატურად 8 წლით განუახლდება სერტიფიკატი და სასერტიფიკაციო გამოცდების ჩაბარება აღარ მოუწევს.
|