მასწავლებლის სახლში ფრანგული ენის ტრენერებისთვის სპეციალური ტრენინგი დაიწყო.
5 დღის განმავლობაში ფრანგი ექსპერტი პიერ სალამი ფრანგული ენის ტრენერებს ჩაუტარებს ტრენინგს თემებზე, თუ როგორია ტრენინგების დაგეგმისა და განხორციელების თანამედროვე მეთოდები, გააცნობს ფრანგული ენის სწავლებისას კლასში ახალი ტექნოლოგიების დანერგვისა და სხვადასხვა რესურსების მოძიება/გამოყენების საშუალებებს.
ტრენინგი ხორციელდება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტისა და საფრანგეთის პედაგოგიური კვლევის საერთაშორისო ცენტრის (CIEP) მხარდაჭერით.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტს შორის მემორანდუმი 2012 წელს გაფორმდა, რის ფარგლებშიც აქტიურად განაგძობენ თანამშრომლობას.
|