26 აპრილს, თბილისის
ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში გაიმართება ფლორენციის
მუსიკის სკოლის ტრენერის არნოლფო ბორსაჩის ვორქშოფი - „შესავალი მუსიკის შესწავლის
თეორიაში“ (გორდონის მეთოდი).
ვორქშოფში
მონაწილეობა შეუძლიათ მუსიკის მასწავლებლებს. შეხვედრა გაიმართება კონსერვატორიის
N307 აუდიტორიაში - კამერულ დარბაზში. ვორქშოფი 11:00 საათიდან 18:00 საათამდე
გასტანს. 14:00-15:00 საათისთვის სამუშაო შეხვედრის მონაწილეებისთვის
გათვალისწინებულია შესვენება.
ღონისძიებას
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მხრიდან მუსიკის ექსპერტ-კონსულტანტი რუსუდან
თაყაიშვილი დაესწრება.
|