2014 წლიდან სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი, სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს„მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ“. პროექტი ორი ეტაპისგან შედგება:
- სემინარი მასწავლებლებისათვის - „მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ“
- კონკურსი მასწავლებლებისათვის – საუკეთესო პროექტების გამოვლენა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების სასწავლო განრიგში ევროკავშირის თემატიკის დანერგვისა და ევროპული ღირებულებების პოპულარიზაციის მიზნით
პროექტის პირველი ეტაპი -სემინარი „მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ“გაიმართება2016წლის9-10 მაისსმასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში, რომლის მიზანია საქართველოს სკოლებში ევროპული ღირებულებების პოპულარიზაცია.
ორი დღის განმავლობაში მასწავლებლები შეხვდებიან საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს, ქართველ და უცხოელ საერთაშორისო ურთიერთობებისა და განათლების ექსპერტებს.
პროექტში ჩართვაშეუძლიასაქართველოს საჯარო და კერძო სკოლისქართული ენისა და ლიტერატურის, გეოგრაფიის, ისტორიისა და სამოქალაქო განათლებისპედაგოგს, რომლებიც ასწავლიან V-XIIკლასის ჩათვლით.
ადგილები შეზღუდულია, შესაბამისად, სემინარის მონაწილე პედაგოგები შეირჩევიან წარმოდგენილი სამოტივაციო წერილის (100 სიტყვიანი) საფუძველზე. ასევე, გათვალისწინებული იქნება რეგიონული პრინციპი.
სასტუმროში განთავსება და კვება უფასოა.
რეგისტრაციის ვადა: 15 აპრილიდან - 3 მაისის ჩათვლით (დარეგისტრირებულ მასწავლებელთა დიდი რაოდენობიდან გამომდინარე რეგისტრაცია 28 აპრილს დასრულდება).
შერჩეულ მასწავლებლებს დაუკავშირდებიან 5 მაისს.
რეგისტრაციისთვის მიყევით ბმულს
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: Mariam.japaridze503@gmail.com ; nini.mj30@gmail.com
შენიშვნა:
სემინარში„მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ“მონაწილეობა გულისხმობს პროექტის კონკურსში მონაწილეობის მიღებასაც, რომლისმიზანია პედაგოგების მიერ საუკეთესო პროექტის/ინიციატივის გამოვლენა. კონკურსში ჩართვის მსურველ პედაგოგებს მიეცემათ კონკრეტული ინსტრუქცია და სამთვიანი ვადაპროექტების/ინიციატივების მოსამზადებლად. მუშაობის პედიოდშიპედაგოგებს გაეწევათ სათანადო კონსულტაციები.
გათვალისწინეულია გამარჯვებული პროექტების/ინიციატივების დასაჩუქრება.
|