კომპანია
Microsoft-ის ორგანიზებით გაიმართება ონლაინ/ინტერნეტ კონფერენცია „ელექტრონული რესურსები
სასწავლო პროცესში“.
ონლაინ კონფერენციაზე
მოხსენებით წარდგება პროექტის მიერ შერჩეული პირველი და მეორე კლასის 23 მასწავლებელი,
რომელებიც რამდენიმე კვირის განმავლობაში მუშაობდნენ ელექტრონული რესურსების სასწავლო
პროცესში ინტეგრაციაზე, პროექტის ჯგუფის მიერ სპეციალურად დაწყებითი კლასებისთვის შემუშავებული
ელექტრონული რესურსებით. თითოეულმა პედაგოგმა ჩაატარა გაკვეთილები და მოამზადა შესაბამისი
რეფლექსია, რამ იმუშავა კარგად, რა წინააღმდეგობები შეხვდათ, როგორ შეიძლება სასწავლო
პროცესის უფრო მეტად გამრავალფეროვნება და მოსწავლეების მოტივირება.
პროექტი ორგანიზებულია
კომპანია Microsoft-ის მიერ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან,
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან, Intel-თან და Geolab-თან
თანამშრომლობით.
ონლაინ კონფერენციაზე
რეგისტრაცია ღიაა ყველა მასწავლებლისთვის, თუმცა თემატიკა შეეხება დაწყებით განათლებას.
დარეგისტრირების შემდეგ, არა უგვიანეს 22 აპრილისა, თქვენს მიერ რეგისტრაციისას
მითითებულ ელფოსტაზე მიიღებთ შეტყობინებას ზუსტ დროზე და დასწრების ინსტრუქციას. შეძლებთ
დასწრებას, რასაც დაგიდასტურებთ თქვენს მიერ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.
ონლაინ კონფერენციაზე
რეგისტრაციის ბმული: http://1drv.ms/1qHhrHg
ონლაინ კონფერენცია გაიმართება
26 აპრილს, 17:00 საათზე - https://join-noam.broadcast.skype.com/microsoft.com/10569de8-0ed8-414a-847d-f44772cad7bc
27 აპრილს, 19:00 საათზე - https://join-noam.broadcast.skype.com/microsoft.com/1f88e672-fe94-4d8a-a043-7b4d7a7807e5
|