2016 წლის
20-21 აპრილს კომპანია Microsoft-ის
ორგანიზებით მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ეროვნულ ცენტრში გაიმართება კონფერენცია „ელექტრონული რესურსები სასწავლო პროცესში“.
კონფერენციაზე მოხსენებით
წარსდგება პროექტის მიერ შერჩეული პირველი და მეორე კლასის 23 მასწავლებელი, რომელიც
რამდენიმე კვირის განმავლობაში მუშაობდა ელექტრონული რესურსების სასწავლო პროცესში
ინტეგრაციაზე, პროექტის ჯგუფის მიერ სპეციალურად დაწყებითი კლასებისთვის შემუშავებული
ელექტრონული რესურსებით. თითოეულმა პედაგოგმა ჩაატარა გაკვეთილები და მოამზადა შესაბამისი
რეფლექსია, რამ იმუშავა კარგად, რა წინააღმდეგობები შეხვდათ, როგორ შეიძლება სასწავლო
პროცესის უფრო მეტად გამრავალფეროვნება და მოსწავლეების მოტივირება.
პროექტი ორგანიზებულია კომპანია Microsoft-ის
მიერ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ეროვნულ ცენტრთან, Intel-თან და Geolab-თან
თანამშრომლობით.
კონფერენციაზე დამსწრეთა
რაოდენობა შეზღუდულია (100 დამსწრე თითოეულ დღეს), რეგისტრაცია ღიაა ყველა მასწავლებლისთვის,
თუმცა თემატიკიდან გამომდინარე, პრიორიტეტი მიენიჭება I-IV კლასების მასწავლებლებს,
ხოლო თუ თქვენ ხართ საბაზო და საშუალო საფეხურის მასწავლებელი, იქნებით მოლოდინის რიგში
და ადგილების დარჩენის შემთხვევაში შეძლებთ დასწრებას, რასაც დაგიდასტურებთ თქვენს
მიერ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.
მსურველს შეუძლია დაესწროს კონფერენციას ორივე დღეს.
ღონისძიება გაიმართება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ეროვნულ ცენტრში - თბილისი, გმირ კურსანტთა
N1.
კითხვის არსებობის შემთხვევაში დაგვიკაშირდით: ტელეფონი:
591
994947; ელფოსტა: a-shotam@microsoft.com
20 აპრილი, 14:30 სთ - რეგისტრაციის ბმული: http://1drv.ms/1Q4flFX
21 აპრილი, 14:30 სთ - რეგისტრაციის ბმული: http://1drv.ms/1qFxJ3m
რეგისტრაცია დასრულდა
|