დღეს 30 მარტს, 18:30 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი
ჟურნალი „მასწავლებელის“ გამოცემიდან 8
წლის და ელექტრონული ვერსიის შექმნიდან 4 წლის იუბილეს აღნიშნავს. ღონისძიებაზე ინტერნეტგაზეთ
mastsavlebeli.ge-ის განახლებული ვებვერდის პრეზენტაცია
გაიმართება.
ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის
წარმომადგენლები, ჟურნალი „მასწავლებლის“ ავტორები და ის მასწავლებლები დაესწრებიან,
რომლებიც ამ ხნის განმავლობაში ჟურნალის არაერთი რუბრიკის გმირები და რესპოდენტები
გახდნენ.
|