29 მარტს, 16:00
საათზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში გაიმართება
მასტერკლასი მუსიკის მასწავლებლებისთვის.
მასტერკლასს ბავშვთა ფოლკლორული სტუდიის "ამერ-იმერის" ანსამბლთან
ერთად წარმართავს სტუდიის პედაგოგი, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ხალხური მუსიკის
მიმართულების ხელმძღვანელი, ნანა ვალიშვილი.
მასტერკლასის მიზანია, ხელი შეუწყოს
მუსიკის მასწავლებლებს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივებისIIრესპუბლიკური კონკურსისთვის მზადების
პროცესს. საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების ეროვნული
კონკურსიწელს მეორედტარდება. კონკურსის მიზანია აკადემიური საგუნდო სიმღერის
პოპულარიზაცია, ეროვნული სასიმღერო ტრადიციების დაცვა,ბავშვთა და ახალგაზრდული
საგუნდო კოლექტივების მხარდაჭერა და განვითარება, ქართველ კომპოზიტორთა
შემოქმედების პოპულარიზაცია და საგუნდო შემსრულებლობაში ახალი სახელების აღმოჩენა
( კონკურსის პირობები).
რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს
|