სსიპ „ნატოსა და ევროკავშირის
შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ ორგანიზებითა და საქართველოში NATO-ს სამეკავშირეო ოფისის
მხარდაჭერით უკვე მესამე წელია ხორციელდება საგანმანათლებლო-შემეცნებითი
სემინარი: „NATO – არჩევანი მშვიდობიანი და სტაბილური
განვითარებისთვის“, რომელშიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონის პედაგოგები მონაწილეობენ.
2016 წლის 6-7 აპრილს იგეგმება რიგით მეცამეტე
სემინარი, რომელშიც სამცხე-ჯავახეთის პედაგოგები
თბილისელ კოლეგებთან ერთად მიიღებენ მონაწილეობას.
პროექტის მიზანია მასწავლებლების ინფორმირება ნატოს მიზნებისა და ამოცანების, ნატო-საქართველოს ურთიერთობების მიმდინარე
პროცესებისა და გლობალური უსაფრთხოების მშენებლობაში საქართველოს როლის
შესახებ. ღონისძიების
ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო
ცენტრის დირექტორთან, ესტონეთის
რესპუბლიკის ელჩთან, სახელმწიფო მინისტრის აპარატში ევროატლანტიკური ინტეგრაციის
საკოორდინაციო დეპარტამენტის უფროსთან და ექსპერტებთან.
სემინარში
მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის და სამცხე-ჯავახეთის
საჯარო და
კერძო სკოლის გეოგრაფიის, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების 30 მასწავლებელს,
რომელიც პირველი გამოხატავს ამ სემინარზე დასწრების სურვილს (სემინარი ჩატარდება რუსულ ენაზე, შესაბამისად, სასურველია რუსული ენის ცოდნა).
სემინარზე დასარეგისტრირებლად
გამოგვიგზავნეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: mariam.japaridze503@gmail.com
იხილეთ თანდართული ფაილი
|