მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მხარს უჭერს საქართველოს საგუნდო საზოგადოების მიერ გამოცხადებულ მეორე რესპუბლიკურ კონკურსს, რომლის მონაწილეთა შორის სხვებთან ერთად ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების საგუნდო კოლექტივებიც მოიაზრება.
ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მუსიკის მასწავლებლების მოტივაციისა და მათი პროფესიული დონის ამაღლების მიზნით მასწავლებელთა პროფესიული
განვითარების ეროვნულ ცენტრში ჩატარდება მასტერკლასი მუსიკის მასწავლებელთათვის.
მასტერკლასს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ანსამბლი თუთარჩელა წარუძღვება დირიჟორი თამარ ბუაძე.
შეხვედრა გაიმართება15 მარტს, 16:00 საათზე.
რეგისტრაციისთვის მიყევით ბმულს
|