2016 წლის 7 მაისს ევროპული სკოლა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად ერთად ატარებს მასწავლებელთა სასწავლო-მეთოდურ კონფერენციას.
კონფერენციის მიზანია მასწავლებელთა პროფესიული განვითარება, სკოლაში მედიაწიგნიერების, ეკოლოგიური წიგნიერებისა და სემიოტიკური წიგნიერების კომპეტენციის განვითარებისათვის ხელშემწყობი აქტივობებისა და ღონისძიებების ეფექტიანი გამოყენების შესახებ გამოცდილების გაზიარება. კონფერენციაზე მასწავლებლებს მიეცემათ საშუალება წარმოადგინონ საკუთარი ნამუშევრები, ასევე, მოუსმინონ კოლეგებს და გაიზიარონ მათი გამოცდილება.
კონფერენციის თემა: წარმატებული სასწავლო პრაქტიკა მედიაწიგნიერების, ეკოლოგიური წიგნიერებისა და სემიოტიკური კომპეტენციის განვითარებისათვის.
მიზნობრივი ჯგუფი: თბილისისა და რუსთავის სკოლების მასწავლებლები.
|