მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი პროფესიული განვითარების 5-კრედიტიანი კურსის პირველი ნაწილის გავლის მსურველთათვის რეგისტრაციას აცხადებს. კურსი განკუთვნილია მოქმედი, პრაქტიკოსის სტატუსის მქონე მასწავლებლებისთვის, რომლებსაც ჩაბარებული აქვთ საგნის გამოცდა.
ტრენინგების ციკლის პირველი ნაწილი ორიენტირებულია პროფესიული უნარების გაღრმავებაზე და ორი მოდულისგან შედგება, კერძოდ:
·ინკლუზიური განათლება
·თანამედროვე მიდგომები სწავლებასა და შეფასებაში
კურსის პირველი ეტაპის წარმატებით დასრულების შემდეგ პრაქტიკოს მასწავლებელს შესაძლებლობა მიეცემა დარეგისტრირდეს კურსის მეორე ნაწილზე, რომელიც ორიენტირებულია საგნობრივი მეთოდიკის გაუმჯობესებისა და ცოდნის აქტივაციისკენ.
კურსზე რეგისტრაცია შესაძლებელია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე 15 მარტის ჩათვლით.
პროფესიული განვითარების კურსი მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ფარგლებში ხორციელდება. კურსის გავლა ერთ-ერთი სავალდებულო აქტივობაა უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად.
რეგისტრაციისთვის მიჰყევითბმულსhttp://tpdc.ge/registration_2016/
|