მთავარიჩვენ შესახებ
ცენტრის შესახებდებულება შინაგანაწესისამსახურის ფუნქციებითანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობებისტრუქტურადირექტორიმოადგილეები მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტრატეგიული გეგმა საბანკო რეკვიზიტებივირტუალური ტური2015 წლის პროგრამები2014 წლის პროგრამები 2016 წლის პროგრამები2017 წლის პროგრამები
კონკურსებისქემა
მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაСхема начала деятельности учителя, его профессионального развития и продвижения по карьереՈւսուցչի գործունեություն սկսելու, մասնագիտական զարգացման և կարիերային առաջընթացի սխեմա Müəllimin iş fəaliyyətinin başlanılması, peşəkar inkişafı və karyera irəliləyişi sxemi2011-2014 წლებში პროფესიული განვითარების სქემაში ჩართულ მასწავლებელთა შეფასებაკერძო სკოლების სქემასთან თავსებადობის დადგენის წესიბრძანებებივიდეო ინსტრუქციებიВидео инструкцииՎիդեո Հրահանգներ Video Təlimatlarხშირად დასმული კითხვები
პროგრამები
სტანდარტებიპესტალოციპროფესიული განათლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამამასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამა ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთადსკოლის მასწავლებელთა ონლაინ სისტემაში ჩართვა და დამეგობრება ევროპის ქვეყნების მასწავლებლებთან (eTwinning Plus)ასწავლე საქართველოსთვისდამწყები მასწავლებლის მხარდაჭერის პროგრამაინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტრენინგების პროგრამაარაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა
რესურსებიგალერეაკონტაქტისაჯარო ინფორმაცია
 
ტრენერთა სკოლა ტრენერობის მსურველთა რეგისტრაციას იწყებს
ანონსების არქივი02 მარტი , 2016
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის“ ფარგლებში „ტრენერთა სკოლა“ ამოქმედდა, რომელიც კვალიფიციური, სერტიფიცირებული ტრენერების მომზადებასა და გადამზადებას უზრუნველყოფს.

ტრენერთა სკოლამ უკვე დაიწყო მსურველთა რეგისტრაცია ტრენერთა მომზადების ზოგად კურსზე, რომელიც მონაწილეებისთვის ითვალისწინებს „ტრენერთა კომპეტენციების ჩარჩოთი“ განსაზღვრული ცოდნის გადაცემას, პროფესიული უნარ‐ჩვევების განვითარებას და დამოკიდებულებების ჩამოყალიბებას, რომლებიც აუცილებელია ხარისხიანი ტრენინგის დაგეგმვისა და ჩატარებისთვის.

კურსი განსაზღვრულია იმ პირებისთვის, რომლებსაც არ გააჩნიათ ან აქვთ ტრენერობის 2 წელზე ნაკლები გამოცდილება.

კურსი სამი მოდულისგან შედგება:
  • ზრდასრულთა სწავლების პრინციპები;
  • ეფექტურიკომუნიკაცია და ჯგუფის დინამიკა; 
  • მოდულის დაგეგმვა, შეფასება და განვითარება.
იმისათვის, რომ მსურველმა კურსი გაიაროს, მას უნდა ჰქონდეს:
  • მინიმუმ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • სწავლების გამოცდილება; ზოგადსაგანმანათლებლო ორგანიზაციის მართვის გამოცდილება ან სკოლის დირექტორის სერტიფიკატი.
პრიორიტეტი მიენიჭებათ პირებს, რომლებიც აკადემიურ ხარისხს ფლობენ განათლების,ჰუმანიტარულ (ინგლისური), სოციალურ (ფსიქოლოგია) ან საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში.

კურსის გავლის მსურველები შერჩევის ორ ეტაპიან პროცესს გაივლიან:

პირველ ეტაპზე დაინტერესებული პირი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ვებ‐გვერდზე გაივლის ონლაინ რეგისტრაციას;
მეორე ეტაპზე, კანდიდატების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის და საკვალიფიკაციომოთხოვნების შესაბამისობის დადგენის შემდეგ, კანდიდატი დაიშვება ჯგუფურ ან ინდივიდუალურ გასაუბრებაზე, რომლის წარმატებით გავლის შემდეგ პირი ჩაერთვება ტრენერის მომზადების ზოგად კურსში.

მოსამზადებელ კურსზე შერჩეული კანდიდატების დაფინანსებას ათასწლეულის გამოწვევის ფონდისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტი“ უზრუნველყოფს.

მონაწილეები სერტიფიკატს მიიღებენ კურსის დასრულებისა და შეფასების პროცესის წარმატებით გავლის შემთხვევაში.

უახლოეს მომავალში ტრენერთა სკოლა რეგისტრაციას გამოაცხადებს იმ პირებისთვის, რომლებსაც 2 წელზე მეტი ხნით ტრენერობის გამოცდილება გააჩნიათ.

ტრენერთა სკოლის ამოქმედება ხელს შეუწყობს ტრენერთა კორპუსის გაძლიერებას და მათი რესურსის გამოყენებას სხვადასხვა ორგანიზაციის (სახელმწიფო/არასამთავრობო/უნივერსიტეტი) ფარგლებში, სკოლებში დასაქმებული კადრების პროფესიული განვითარებისათვის.

კურსზე დარეგისტრირება შესაძლებელია 12 მარტის ჩათვლით, 18:00 საათამდე.

რეგისტრაციისთვის მიყევით ბმულს