2015 წლის1-2 დეკემბერს სსიპ „ნატოსა და
ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ ორგანიზებითა და საქართველოში ნატოს
სამეკავშირეო ოფისის მხარდაჭერით მასწავლებლებისთვის გაიმართება სემინარი„ნატო –
არჩევანი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის“.
პროექტის მიზანია მასწავლებლების ინფორმირება ნატოს მიზნებისა და
ამოცანების, ნატო-საქართველოს ურთიერთობების მიმდინარე პროცესებისა დაგლობალური უსაფრთხოების მშენებლობაში საქართველოს როლის შესახებ. ღონისძიების ფარგლებში
დაგეგმილია შეხვედრა ლიტვის რესპუბლიკის ელჩთან, ექსპერტებთან, ნატოს სამეკავშირეო
ოფისსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში.
სემინარში
მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისისსაჯარო და კერძო სკოლის გეოგრაფიის,
ისტორიისა და სამოქალაქო განათლების 10მასწავლებელს, რომელიც
პირველი გამოხატავს ამ სემინარზე დასწრების სურვილს.
სემინარზე დასარეგისტრირებლად
გამოგვიგზავნეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:mariam.japaridze503@gmail.com
იხილეთ თანდართული ფაილი
|