2015 წლის 22, 23, 24, 25 ოქტომბერს,
წყალტუბოში მასწავლებელთა პროფესიული
განვითარების ეროვნული ცენტრი განათლების მართვის აქტუალურ საკითხებზე კონფერენციას გამართავს. კონფერენცია ხვალ, 15:00
საათზე სასტუმრო წყალტუბო სპა რესორტში გაიხსნება.
კონფერენციის მიზანია განათლების
მართვის პრაქტიკის გაუმჯობესება, განათლების მართვის სფეროში აქტუალური
საკითხების, კვლევებისა და მართვის წარმატებული მაგალითების გაზიარებისა და
პოპულარიზაციის გზით.
კონფერენციაზე წარდგენილი იქნება მოხსენებები
სხვადასხვა თემატიკაზე, მათ შორისსქემის დანერგვის მონიტორინგი სკოლის
დონეზე; მასწავლებლის საქმიანობის
შეფასება სკოლის შეფასების ჯგუფის მიერ - პროცესები და ინსტრუმენტები;სკოლის პერსონალის უწყვეტი
პროფესიული განვითარება; მასწავლებელთა თანამშრომლობა უწყვეტი პროფესიული
განვითარებისათვის; სკოლაში მასწავლებელთა მოტივაციის ამაღლება და უწყვეტი
განათლების ხელშეწყობა; პრაქტიკული კვლევა მასწავლებლის პროფესიული
განვითარებისა და სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებისათვის; თანამშრომლობითი
გარემო, როგორც უწყვეტი პროფესიული განვითარების ხელშემწყობი მექანიზმი; პრაქტიკული
კვლევა არაქართულ საჯარო სკოლებში ბილინგვური სწავლების შესახებ; სკოლის მუშაობის
მონიტორინგის და შეფასების პრინციპები და სისტემა; არაფორმალური განათლება
დემოკრატიული მოქალაქეობისათვის; განათლება დემოკრატიული მოქალაქეობისათვის;
სასკოლო კლუბებთან მუშაობა და შედეგები; სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობები;
მშობლების და თემის ჩართულობა სკოლის მართვაში; პროფესიული განათლების ადგილი ქართულ
საგანმანათლებლო სივრცეში; მოსწავლეთა თვითმმართველობის როლი სასკოლო კულტურის
შექმნაში; მასწავლებელთა მუშაობის სტილის (ურთიერთობის ფორმა) გარკვევა
საგაკვეთილო პროცესში; სკოლის ავტონომიის გავლენა განათლების ხარისხზე და
განათლების ხელმისაწვდომობაზე; სპეციალური სკოლები - რესურსი ინკლუზიური
განათლების ხელშეწყობისათვის; ონლაინ ტრენინგები - უწყვეტი განათლების თანამედროვე
შესაძლებლობა და სხვა.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობასმიიღებს 100 მონაწილე თბილისიდან და საქართველოს სხვადასხვა
რეგიონიდან. მათ შორის, ზოგადსაგანმანათლებლო
საჯარო და კერძო სკოლის დირექტორები, საგანმანათლებლო რესურსცენტრების
წარმომადგენლები, ტრენერები, განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის
კურსდამთავრებულები და მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის
თანამშრომლები.
მისამართი: წყალტუბო, რუსთაველის ქუჩა N23
|