მასწავლებელთა პროფესიული
განვითარების ეროვნული ცენტრი პედაგოგებს და ინკლუზიური განათლების სპეციალისტებს,
რომლებიც ასწავლიან ან დაინტერესებულნი არიან მხედველობის დარღვევის მქონე მოსწავლეთა
სწავლების საკითხებით, სთავაზობს ტრენინგ მოდულს „ორიენტაცია და მობილობა“.
ტრენინგზე მონაწილეები
შეისწავლიან ტექნიკებს, როგორ ასწავლონ მხედველობის დარღვევის მქონე პირებს დამოუკიდებლად
გადაადგილება როგორც შენობის შიგნით, ასევე გარეთ. ტრენინგზე ასევე განხილული იქნება დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის
საჭირო უნარ-ჩვევების განვითრების ტექნიკები.
ტრენინგის ხანგრძლივობა
შეადგენს 60 საათს (15 დღე, დღეში 4 საათი, ტრენინგი ჩატარდება ოქტომბერსა და ნოემბრის
თვეში.
რეგისტრაციისთვის მიჰყევით
ბმულს
|