2015 წლის 28 - 29 სექტემბერს სსიპ „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
საინფორმაციო ცენტრის“ ორგანიზებითა და საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის მხარდაჭერით მასწავლებლებისთვის გაიმართება სემინარი „ნატო – არჩევანი მშვიდობიანი და სტაბილური
განვითრებისთვის“.
პროექტის მიზანია მასწავლებლების ინფორმირება ზოგადად ნატოს განვითარების ეტაპების, ნატო-საქართველოს ურთიერთობების მიმდინარე პროცესებისა და ევროპული ღირებულებების შესახებ. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ნატოს წევრი სხვადასხვა ქვეყნის ელჩებთან, ნატოს სამეკავშირეო ოფისსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში.
მონაწილეობა შეუძლია თბილისის საჯარო სკოლის 15 მასწავლებელს, რომელიც პირველი გამოხატავს ამ სემინარზე დასწრების სურვილს. მასწავლებლებისთვის კვება და ტრანსპორტირება სემინარის ფარგლებში არის უფასო.
სემინარში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ გეოგრაფიის, ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგებს.
სემინარზე დასარეგისტრირებლად გამოგვიგზავნეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: lana_tkeshelashvili@yahoo.com
იხილეთ თანდართული ფაილი
|